„რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც ბიოს მოხმარებით გოგონები გარდაიცვალნენ”

“​რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც გოგონები გარდაიცვალნენ ბიოს მოხმარებით, იმიტომ რომ არ იცოდნენ მოხმარების წესები”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, თუ უცებ გამოცხადდება ლიბერალიზაცია, შემცირდება დანაშაული, მაგრამ გაიზრდება მსგავსი შემთხვევები.
​„ჩვენ თუ უცებ გამოვაცხადებთ ლიბერალიზაციას, შეგვიმცირდება დანაშაული, მაგრამ გაიზრდება ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როგორიც ახლაც ხდება. რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, როდესაც გოგონები გარდაიცვალნენ ბიოს მოხმარებით, იმიტომ რომ არ იცოდნენ მოხმარების წესები. ეს მოხდა დღევანდელი მკაცრი პოლიტიკის პირობებში და წარმოიდგინეთ, რა იქნება ლიბერალური პოლიტიკის დროს. ეს თუ არ მოხდება გეგმაზომიერად და მიდგომა თუ არ იქნება კომპლექსური, ლიბერალიზაცია მიუღებელია“, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები