ყარამანიშვილები ნიკა გვარამიას გაშვებას აპირებენ – ვინ შეცვლის არხის დირექტორს

“ვინ შეცვლის ნიკა გვარამიას” – სტატიას ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ძმები ყარამანიშვილები მალე ნიკა გვარამიას დირექტორის თანამდებობიდან გაუშვებენ. ჟურნალისტურ წრეებში გვარამიას შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არიან ჟურნალისტები – ნანუკა ჟორჟოლიანი და ზაალ უდუმაშვილი. სტატიის თანახმად, კულუარებში ამბობენ, რომ ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი მხარს ნიკა გვარამიას უჭერენ. მეორე ნაწილი კი ძირითადად, „კურიერის“ ჟურნალისტები და რამდენიმე შოუს წამყვანი, ძმები ყარამანიშვილების მხარეს დგანან.
„პრაიმტაიმმა“ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ორივე მათგანთან სცადა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ნანუკა ჟორჟოლიანი კი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მის შესაძლო დანიშვნას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები