“რუსთავი 2“ ვებგვერდის მისამართს ცვლის

ტელეკომპანია “რუსთავი 2“ ვებგვერდის მისამართს ცვლის, – ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საიტი მისამართზე – rustavi2.ge განთავსდება.

„დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა“, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული “რუსთავი -2”-ის ვებგვერდი ამ დროისთვის შეფერხებით მუშაობს.

„შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ვებგვერდი. დღეს საღამოს გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2 com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2 – ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge“, – ნათქვამია ტელეკომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე. 

რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დომენი – rustavi2.com დაარსებიდან დღემდე მათ ეკუთვნით. ამის შესახებ დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება“, – აცხადებენ დამფუძნებლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები