“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები: ტელეკომპანიის დომენი ჩვენია, დღეიდან ვწყვეტთ ქველმოქმედებას

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დომენი – rustavi2.com დაარსებიდან დღემდე მათ ეკუთვნით, – ამის შესახებ დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება“, – აცხადებენ დამფუძნებლები.
„ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც. 2004 წელს, როცა ნაცონალურმა ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წარმოადგენდა და ასე განაგძრეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა.
არც იმით დაინტერესებულან თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს.
დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება. ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს „რუსთავი 2-ის“ საქმეზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დავით დვალის „ფეისბუქ“ გვერდზე და დამფუძნებლების ვებგვერდზე – https://rustavi2.info/ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები