ირაკლი შიხიაშვილი: ქართველი ემიგრანტების ჩართულობით, ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ
ქართველი ემიგრანტების ჩართულობით, ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი წერს.
“დღეს ჩავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ პოსტს ვაქვეყნებ მათთვის, ვინც ჩემს სადმე გამგზავრებაში მხოლოდ გაქცევას ხედავს, ხოლო საქართველოში დაბრუნებაში, – “ამბოხის” მეთაურს და ეწყება ელეთ-მელეთი! როგორც ამერიკულ-ქართული რესპუბლიკური ალიანსის საქრთველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, გაცნობებთ, რომ ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავთ ქართველი ემიგრანტების ჩართულობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია მეტი ნამდვილი მეგობარი შევძინოთ საქართველოს. სწორედ ამიტომ გავემგზავრე აშშ-ში.
P.S. იმის გასაგონად ვისაც ელეთ-მელეთი ეწყება ჩემი საქრთველოში ჩამოსვლით და ათას კრეტინობას მივრცელებს თავისი ავადმყოფი ბუნებიდან გამომდინარე – მ ა ლ ე დ ა ვ ბ რ უ ნ დ ე ბ ი”, – წერს შიხიაშვილი.