თბილისში ტურისტებს 2 ბოთლ ლუდში 3 ათასი ლარი გადაახდევინეს

თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორ ბოთლ ლუდში 3000 ლარი გადაახდევინეს.
ინციდენტი ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ტურისტებს იძულებით წაართვეს ტელეფონიც.
ტურისტები 31 მარტის ღამეს იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ღამის კლუბში, რომელიც მათ ტაქსის მძღოლმა ურჩია და მანვე მიიყვანა იქ.
გიდის ინფორმაციით, ტურისტები კლუბში რამდენიმე წუთის განმვალობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც, 2 ბოთლ ლუდში მათ გადაახდევინეს 3 ათას 500 ლარზე მეტი, როცა ტურსიტებმა პრეტენზია გამოთქვეს, ისინი დაცვის თანამშრომლებმა სხვა ოთახში გაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ტურისტებმა პოლიციას უკვე მიმართეს. ისინი თანხის დაბრუნებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები