ნუკრი ქანთარია: რუსეთთან მიმართებაში, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები დიალოგისკენ

“რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, უნდა ვიმოქმედოთ დიპლომატიური ნაბიჯებით”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
​ქანთარია თვლის, რომ ამ ეტაპზე, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ქანთარია მიიჩნევს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას ცხინვალთან და სოხუმთან დიალოგის აღდგენის კომისიაც.
„მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით, აუცილებელია დიალოგის წარმოება, აქ უნდა ჩაერთოს სპორტი, კულტურა და ყველანაირი დიპლომატიური რესურსი კონფლიქტის მოსაგვარებლად. მე ვთვლი, რომ მოლაპარაკება გადაწყვეტს ყველაფერს. პარლამენტში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც აღადგენს მოლაპარაკებებს ცხინვალთან და სოხუმთან“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები