ნუკრი ქანთარია: ნებისმიერ კვლევას პატივს ვცემ, თუმცა საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს ხალხს

“ნებისმიერი არჩევნებისთვის ვატარებთ კვლევებს, რათა გვქონდეს გარკვეული სურათი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ დაანონსებულ კვლევებთან დაკავშირებით გააკეთა.
​ქანთარია თვლის, რომ კვლევები ყურადღებამისაქცევია, თუმცა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, მისი აზრით, მთავარი ხალხის დამოკიდებულებაა.
„ჩვენ ხშირად ვენდობით ჩვენს საკუთარ კვლევებს, თუმცა პატივს ვცემთ ნებისმიერი ორგანიზაციის შრომას, არჩევნების წინ ჩვენ ვატარებთ რამდენიმეეტაპიან კვლევებს, რათა ვიცოდეთ, რას ფიქრობს ხალხი და სად უნდა გადავიდეს უფრო მეტი ყურადღება. ნებისმიერ კვლევას პატივს ვცემ, თუმცა საბოლოო ვერდიქტი გამოაქვს ხალხს“, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები