ნუკრი ქანთარია: გიორგი ახვლედიანი, პარტია რომ შეენარჩუნებინა, ეძებდა მეზობლებს

“ბლოკების გაუქმება საჭირო იქნება პარტიების გამსხვილებისთვის”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია ბლოკების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს და თვლის, რომ პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არ გააჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ, მაგალითისთვის ნუკრი ქანთარიამ გიორგი ახვლედიანი დაასახელა.
„თავიდან მე არ მომწონდა ბლოკების გაუქმების იდეა, მაგრამ, რომ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ არის ბევრი ერთკაციანი პარტია, რომელიც წარსულში ქართულ პოლიტიკაში შეიძლება გარკვეულ როლს ასრულებდა, მაგრამ დღეს აღარაფერს წარმოადგენს, მაგალითად, გიორგი ახვლედიანს, პარტია რომ გადაერჩინა, ხან ერთ მეზობელს მოძებნიდა, ხან – ნათესავს და ასე არსებობდა პოლიტიკური ძალა. ეს მე არ მიმაჩნია სწორი. ბლოკების გაუქმება ხელს შეუწყობს პარტიების გამსხვილებას“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები