გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს დებატების ფორმატს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს, საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის ნაკლებობაა, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთი ტიპის დისკუსიები უნდა იმართებოდეს.
„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე; ეს ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, ეს ტრადიცია შედგეს და პარლამენტმა რეალურად ამ გამოსვლის ირგვლივ დებატები მოაწყოს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები