ნუკრი ქანთარია: მივედით შეთანხმებამდე, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე

“გარკვეული კამათის შემდეგ გადაწყდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა ეს არაა ყველას აზრი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განცხადა.
​ნუკრი ქანთარიას ინფორმაციით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, არის შეთანხმება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე იყო აზრთა სხვადასხვაობა. ნუკრი ქანთარიამ ყურადღება დარჩენილ მანდატებზეც გაამახვილა.
„პირველ ადგილზე გასული პარტია, რომ უფრო აქტიურად ფიგურირებდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, არაა ხშირად ბევრი დარჩენილი მანდატები, შეიძლება 20 ან ნაკლები იყოს, რაც სხვა პარტიებს არაფერს შემატებს. თუკი პარტია აიღებს ყველაზე ბევრ ხმას, მას უნდა შეეძლოს მთავრობის დაკომპლექტებაც. მივედით შეთანხმებამდე, რომ გადავიდეთ ასევე, პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად დიდ სიკეთეს მოგვიტანს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები