პრეზიდენტი IRI-ზე: პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოების პოზიცია გაზიარებული უნდა იყოს

მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, მთელ სახელმწიფოს თავისი პოიზიცია დაუფიქსირა,-ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს, სადაც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს ემხრობა.
პრეზიდენტის აზრით, გამოკითხულთა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გაზიარებული უნდა იყოს.
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში ის პოზიცია იყო, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო სახალხო არჩევასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, მთელ სახელმწიფოს თავისი პოიზიცია დაუფიქსირა. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ ის უფლება, რაც ქართველ ხალხს ტრადიციულად ჰქონდა, ქვეყნის მეთაურის აირჩევასთან დაკავშირებით, შენარჩუნდეს. ამ უფლების შენარჩუნება ქართველი ხალხის ინტერესშია. ასეთი პოზიცია, რა თქმა უნდა, გაზიარებული უნდა იქნას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
IRI სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 3 აპრილს გაასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები