ბელორუსიის დელეგაცია სააღსრულებო სისტემასა და არასააღსრულებო სერვისებს ეცნობა

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე ბელორუსიის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა.
ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იოსებ ბაღათურია და ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ბარამიძემ ანდრეი ავდეევს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების სფეროს მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად განახორციელა. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის ორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვა.
საქართველოს აღსრულების სისტემით ბელორუსია 2016 წლის მაისში დაინტერესდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ბელორუსიის იუსტიციის მინისტრს აღსრულების ეროვნულმა ბიურომაც უმასპინძლა და უწყების მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, ბელორუსმა კოლეგებმა ქართველი აღმასრულებლები მინსკში მიიწვიეს.
გაიმართა სამუშაო შეხვედრები ბელორუსიის იუსტიციის სამინისტროსა და სააღსრულებო ინსტიტუტების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
ბელორუსიის დელეგაციის განმეორებითი ვიზიტი 28 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. ვიზიტის მიზანი საქართველოს სააღსრულებო სისტემის მუშაობის უკეთ გაცნობა და აღსრულების მიმართულებით დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, მათ შორის, აღსრულებაში IT გადაწყვეტებისა და კერძო აღმასრულებლის მუშაობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები