ტყიბულში მეშახტე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

ტყიბულში დღეს დილით გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. 50 წლის მამაკაცის ცხედარი მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და იგი მეშახტე იყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები