გიორგი მარგველაშვილი : ლატვიის პრეზიდენტს სოფელ ხურვალეთში ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ჩვენს მიწა-წყალზე ხდება

„ლატვიის პრეზიდენტს სოფელ ხურვალეთში ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
​ორი ქვეყნის პრეზიდენტი ესაუბრა მიმდებარე სოფლების მოსახლეობას და გაეცნო არსებულ პრობლემებს. ისინი ასევე, გაესაუბრნენ მავთულხლართების მიღმა დარჩენილ მოხუცს, რომელმაც ხელის ტრაქტორი ითხოვა. თავის მხრივ, მარგველაშვილი ამ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.
”ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში და მე მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფელში, ჩვენს მიწა-წყალზე. ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართული არის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მინდა ვთქვა, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არც ერთი არ დარჩენილა ბოლომდე და აი, ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა, დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით. განსაკუთრებით ჩვენთვის ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად, მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ თვითონ მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები