ეკა გიგაური: პრეზიდენტის არჩევის წესზე გამართულ შეხვედრას მარგველაშვილის აპარატიდან არავინ დაესწრო

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” მიმდინარეობს. კონფერენციაში საკონსტიტუციო კომისიის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.
კონფერენცია ფოკუსირდება კონსტიტუციური რეფორმის სამ საკითხზე: პრეზიდენტის უფლებამოსილებები და არჩევის წესი; პარლამენტის საარჩევნო სისტემა; ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და საპარლამენტო ზედამხედველობა.
ეკა გიგაურის განცხადებით, კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, თუმცა, ისინი ღონისძიებას არ ესწრებიან.
“ჩვენი სურვილი იყო, რომ ეს დისკუსია გასულიყო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებიდან და მოგვეწყო უფრო ფართო დისკუსია. შევეცადეთ ამ დისკუსიაზე დაგვეძახა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, აქ იქნებიან წარმოდგენილნი როგორც პარლამენტის წევრები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და  საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, მოვიწვიეთ ამ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ისინი ამ შეხვედრას არ ესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტს ჰყავს სტუმარი, როგორც იცით, ლატვიის პრეზიდენტია ჩამოსული, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ არ მოვიდა ამ შეხვედრაზე, მით უმეტეს, რომ ვსაუბრობთ პრეზიდენტის არჩევის წესზე”,- აღნიშნა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები