ირაკლი კობახიძე: დღევანდელ კონსტიტუციაში, ძალიან უხეში ფორმით, დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

„დღევანდელ კონსტიტუციაში, ძალიან უხეში ფორმით, დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუცია არ არის დოკუმენტი, რომელიც რამდენიმეწლიან პერსპექტივაზე არის გათვლილი და იგი რისკების პრევენციას უნდა ახდენდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. „დღევანდელ კონსტიტუციაში, ძალიან უხეში ფორმით, დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის დასკვნაში 2009 წელს. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა არის ისეთი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, თავიდან აგვარიდებს ავტოკრატიის ჩამოყალიბების საქმეს. ის დოკუმენტი, რომელიც ახლა მზადდება საკონსტიტუციო კომისიაში, არა მარტო ახდენს პრევენციას ასეთი საფრთხისა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ რისკს გამორიცხავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები