მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა წარმატება რესპუბლიკურ ფესტივალზე

26 მარტს ქ. თბილისში მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის N6 სამუსიკო სკოლაში კლასიკური მუსიკის (ხელოვნების) მე-10 საიუბილეო რესპუბლიკური ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ ჩატარდა, სადაც საქართველოს ყველა ქალაქის სამუსიკო და სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მუსიკოსები, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და პრიზიორები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ა(ა)ი პ მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ფოლკლორული გუნდის 28 მონაწილე (პედაგოგები: ალიოშა გაბეშია, ვარდენ სილაგავა და მურად გვილავა). გუნდმა წარადგინა ფოლკლორული ნაწარმოებები: „ ყოროფილიშ მუნაჭარა“ და „მარულა“ (დამუშავებული ტრიფონ ხუხუას მიერ). ამასთანავე, მონაწილეობდნენ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეები: ლიზი გვილავა, საბა გაბისონია და ელენე დანელია (პედაგოგი მაგული სართანია), რომლებმაც წარადგინეს სხვადასხვა კლასიკური ჟანრის ნაწარმოები და ჟიურისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს.
მონაწილეები  კვალიფიციურმა ჟიურიმ შეაფასა. ფესტივალის „ხელოვანთა კავშირი ხელოვანები მომავლისათვის“ ორგანიზატორი და თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი ნინო კუპატაძე, წევრები – ნუნუ გაბუნია, რუსუდან ხორავა.
შესარჩევი ტურის წამყვანი და მონაწილეთა წარმდგენი ქალბატონი ქეთი გომართელი იყო .
საკონკურსო ნომრებს შემსრულებლები წარადგენენ 4 ივნისს, გალა კონცერტზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები