ზესტაფონის საკრებულომ 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გაზარდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გაზარდა.
ზესტაფონის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 678, 6 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. მათ შორისაა ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გზის მოსაწყობად სასაქონლო ბეტონის შეძენა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ზოვრეთში არსებული საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთება და ა. შ.
დღის წესრიგის მიხედვით, დეპუტატებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწყერიციხე – ლახუნდარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები