კასპში კალათბურთის ახალი დარბაზი გაიხსნა

 კასპის ახალ სპორტულ კომპლექსში განთავსებული თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის დარბაზი  გაიხსნა. კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,  თანამედროვე სპორტული ინვენტარით  აღჭურვილი  დარბაზი არა მარტო კასპის მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდებს მოემსახურება, არამედ მაღალი დონის ტურნირების ჩატარების საშუალებასაც შეძლებს.
დარბაზის გახსნას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სპორტსმენები და კასპელი  ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
დარბაზში, კასპის და სოფელ ახალქალაქის კალათბურთის გუნდის  წევრებს შორის პირველი შეხვედრაც   გაიმართა.
ყველა გამომსვლელმა სრულიად საქართველოს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები