რუსთავში მეტალის გადამდნობი ღუმელის აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა

რუსთავში, მეტალის გადამდნობი ღუმელის აფეთქების შედეგად, ორი მუშა დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუშებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. მათ ძირითადად, დაზიანება სახისა და თავის არეში აქვთ მიღებული.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფოტო: “ინფო რუსთავი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები