ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ულოცავს. მისალოცი ტექსტი დალია გრიბაუსკაიტემ „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! გილოცავთ“, – დაწერა მან.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი დღეს ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები