იოჰანეს ჰანი: გულწრფელად ვულოცავ საქართველოს, ისიამოვნეთ ევროპით

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ულოცავს.
„გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას, რომელიც ძალაში დღეს შევიდა. ისიამოვნეთ ევროპით“, – წერს ჰანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა 180 დღის განმავლობაში, მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები