ნიკოლოზ მჟავანაძე: ბათუმში “ნაციონალებს” სჭირდებოდათ მსხვერპლი, გვამები, რასაც ქვეყანა გადაურჩა!

„მარგველაშვილმა ითამაშა “ნაცების” თამაში – ნდობაში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან, შეძვრა „ქართულ ოცნებაში“ და როცა თავი პრეზიდენტის სავარძელში დაიგულა, გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე“! – აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, ნიკოლოზ მჟავანაძე 11-12 მარტს ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„ის, რაც ბათუმში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა ნაცების გეგმის ნაწილი. იცით, რატომ აქვთ “ნაცებს” ყურები ჩამოყრილი და რატომ არიან უხასიათოდ? იმიტომ რომ ბათუმში მათ სჭირდებოდათ მსხვერპლი, გვამები, რასაც ქვეყანა გადაურჩა! თუ ბათუმში სისხლი დაიღვრებოდა და ვინმე მოკვდებოდა, “ნაცებთან” ერთად, პრეზიდენტი მარგველაშვილი მაშინვე საგანგებო განცხადებით მოგვევლინებოდა და დღევანფდელ ხელისუფლებას შეუტევდა! აი, ასე ჰქონდათ ერთობლივად დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ ჩაუფლავდათ და ამიტომაც აქვთ გლოვა“, – აცხადებს ინტერვიუში ნიკოლოზ მჟავანაძე.
ამავე ინტერვიუში ნიკოლოზ მჟავანაძე გამოცემას ექსკლუზიურად ინფორმაციასაც აწვდის. ამ ინფორმაციის თანახმად, როგორც მჟავანაძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს, სააკაშვილის „მსტოვრებისგან“ დავალება მიიღო. მჟავანაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2017 წლის აპრილში საკონსტიტუციო საბჭოს შექმნას აპირებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გაერთიანდებიან. მისივე თქმით, საკონსტიტუციო საბჭოში გაერთიანებული პირები ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე იმსჯელებენ.
„16 მარტს, მოგეხსენებათ მარგველაშვილი ბაქოში იყო ჩაბრძანებული და ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მსტოვრებისგან მან იქ კიდევ ერთი დავალება მიიღო. როგორც ჩანს, იმ 28 ათას ფაილში არსებობს რაღაც კადრები, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი კომპრომეტირებულია ! ჩემი ინფორმაციით, 2017 წლის აპრილში მარგველაშვილი აპირებს შექმნას პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანდებიან პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ საკონსტიტუციო საბჭოში იმსჯელებენ არეულობებისა და დესტაბილიზაციის შესახებ და დაგეგმავენ მას! პრეზიდენტი არის ქართული სახელმწიფოსა და მისი უსაფრთხოების მტერი ! ვინც კი ხელისუფლებაზე განაწყენებულია, მარგველაშვილმა ყველა დაასაქმა, ყველას ხელფასი მისცა და გულში ჩაიხუტა. მას შემოკრებილი ჰყავს 9 პარტია, სინამდვილეში კი 9 კაცი და აწყობს არეულობის გეგმებს! იმისათვისი რომ ხელისუფლებამ მსგავსი არეულობა თავიდან აიცილოს, აუცილებელია ნიკა რურუასა და “ნაცმოძრაობის” იმ ლიდერების დაპატიმრება, რომელთა კვალიც ბათუმის მოვლენებში აშკარად იკვეთება!“ – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები