„სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია“

31 მარტს, 17:00 საათზე,  კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართება პროექტის – „სანკტ-პეტერბურგის კოლექციის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი: ტრადიცია და ინოვაცია“ პრეზენტაცია.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი ეხება რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (სანკტ-პეტერბურგში) დაცული ბერძნულ-ქართული ხელნაწერის (0.I.58) ფუნდამენტურ შესწავლას.
შოთა რუსათველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოსაცემად მომზადდა ხელნაწერებში დაცული ქართული და ბერძნული ტექსტები, დაიწერა გამოკვლევა როგორც ტექსტების, ასევე ხელნაწერში დაცული მინიატურების მხატვრულ- სტილისტური თავისებურებების შესახებ.
სანკტ-პეტერბურგის ქართულ-ბერძნული ხელნაწერი უნიკალურია თავისი შედგენილობით. არც ქართულ ხელნაწერ ტრდიციაში და არც ბიზანტიურში არ მოიეპოვება სხვა მსაგავსი ტიპის ნუსხა. ამიტომაც ინოვაციური კრებულია და სიახლეა. ხელნაწერში დაცული ტექტები ლიტურგიკული, თეოლოგიური და სამეცნიერო მნიშვნელობისაა. მრავალმხრივ განსწავლული პიროვნებისთვის არის შექმნილი.
ხელნაწერი თარიღდება მე-15 საუკუნით და ეტაპობრივი მნიშვნელობისაა. ასახავს ბიზანტიურ და პოსტბიზანტიურ ტექსტობრივ და მხტვრულ აზროვნებას. კვლევის შედაგად დადგინდა, რომ ხელნაწერი შექმნილია სამცხის საათაბაგოს სკრიპტოროუმში ცნობილი ისტორიული პიროვნების ყვარყვარე ათაბაგისთვის, რომელიც გამორჩეული ფიგურაა თავის ღვაწლით.
ხელნაწერის შექმნაში მონაწილეობდნენ პონტოდან გადმოსახლებული ბერძენი მღვდელ მონაზონი, რომელიც შემდგომში აწყურის ეპისკოპოსი გახდა და ქართველი მწიგნობარი. ხელნაწერი ორი კულტურული ტრადიციის ბერძნულ-ბიზანტურის და ქართულის ერთიანობაა და პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ათაბაგების პოლიტიკური მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული პოსტბიზანტიური ტრადიციების გაგრძელების მცდელობასთან – როგორც პოლიტიკურ, ისე ლიტერატურულ ასპარეზზე. ხელნაწერში ასახულია ათონის მხატვრულ-იკონოგრაფიული სტილის გავლენა და იმავდროულად ინოვაციური სტილი.
ხელნაწერი მნიშვნელოვანია პოსტბიზანტიური ბერძნული ენის ისტორიისთვისაც. ორენოვანი ხელნაწერი კრებული საინტერესო მაგალითია ბერძნულ ქართული კულტურული ურთიერთობებისა, რომელშიც თვალნათლივ გამოჩნდა, როგორც ამ ეპოქის თვალთახედვით გააზრებული ბრწყინვალე საუკუნეების შემოქმედებითი გამოცდილება, ასევე თანადროული მხატვრული აზროვნება. ქართულ-ბერძნული ხელნაწერის გაფორმებაში ნათლად აისახა იმდროიდელი ქრისტიანული სამყაროს მხატვრული გემოვნება, ტრადიციისადმი ერთგულება, იკონოგრაფიული და სტილური თავისებურებანი და ის ძიებები, რაც ლიტერატურულ და მხატვრულ შემოქმედებას წინსვლისაკენ უბიძგებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები