ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებად?

“ვინ დაუდგება დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირად თავდებში?” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან და მეუფე პეტრესთან (ცაავა) ინტერვიუს აქვეყნებს.
ადვოკატის თქმით, მამა გიორგი მამალაძეს 2-თვიანი ვადა ეწურება და სასამართლო ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიების საკითხს გადახედოს.
„10 აპრილს გადის პატიმრობის ვადა. მოვითხოვთ პირადი თავდებობით მის გათავისუფლებას. ალტერნატივის სახით, სასამართლოს გირაოსაც შევთავაზებთ. თითოეული სასულიერო პირის, ცნობილი სახეების გადასაწყვეტია დაუდგებიან თუ არა მას თავდებად, ეს სასამართლოზე გამოჩნდება. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბევრისთვის საჭირო არ იყო და ამიტომ გადაწყვიტეს მისი მოშორება – ბრალი შეუთითხნეს“, -აცხადებს ადვოკატი.
დეკანოზს, სავარაუდოდ, თავდებად მეუფე პეტრე დაუდგება.
„დეკანოზის თავდებით გამოსვლაზე მოსაზრება პირველად პატრიარქმა გამოთქვა. მე და პატრიარქი ამ საკითხზე ერთ აზრზე ვიყავით, ოღონდ სინოდის წევრებმა სთხოვეს უწმინდესს, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის საპყრობილეში ყოფილიყო“, -აცხადებს მეუფე პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები