“სმურფების” თავგადასავალი დიდ ეკრანებზე გრძელდება

პატარა, მხიარული, ლურჯი არსებების შემქმნელები, “სმურფების” მესამე ნაწილს გვთავაზოვბენ, რომელიც წინა ნაწილებისგან განსხვავებით სრულად ამინაცია იქნება და თანაც 3D განზომილებაში.
ფილმის რეჟისორი კელი ასბური, პროდიუსერი ჯორდან კერნერი, ხოლო თანა-პროდიუსერო ნერი ელენ ბოუდერი იქნება. Columbia Pictures – ისა Sony Pictures Animation’s ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა რამდენიმე დღეში შედგება.
ფილმის სცენარზე მუშაობა სმურფების მეორე ნაწილის გამოსვლისას დაიწყეს. სიუჟეტი აკრძალულ ტყეში განვითარდება, სადაც სმუფები იდუმალი რუკის მეშვეობით აღმოჩნდებიან. სმურფეტა და მისი მეგობრები ცდილობენ დაკარგული სოფელი ბოროტ ჯადოქარ გარგმელზე ადრე იპოვნონ.
სმურფეტას ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო გაახმოვანებს, ბოროტ გარგმელს კი რეინ უილსონი. მათთან ერთად ფილმზე მენდი პატინკინი, არიელ უინტერი, ჯულია რობერტსი, ელი კემპერი და ჯო მანგანელო მუშაობდნენ.
ყველასთვის საყვარელ ანიმაციას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ფიქრობენ, რომ ის ყველა რეკორდს მოხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები