გარემოს დაცვის სამინისტრო „ართანა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „ართანა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ართანა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტავს: 2017 წლის 17 თებერვალს, სამინისტროში შ.პ.ს ,,ართანა ლოპოტას“ მიერ, წარმოდგენილ იქნა 4.22 მგვტ. სიმძლავრის ართანა ჰესის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.
ამ ეტაპზე, სამინისტროში მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა. განხილვის შემდგომ, მომზადდება კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები და გადაეგზავნება საქმიანობის განმახორციელებელს.
აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა დაგეგმილია მიმდინარე წლის 6 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში.
შეხვედრას ასევე, დაესწრება სამინისტროს წარმომადგენელი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, მიიღოს და განიხილოს დაინტერესებული საზოგადოების მიერ წარდგენილი შენიშვნები და წინადადებები. ამასთან, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საჯარო განხილვის ეტაპი არ არის გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ეტაპი, ვინაიდან პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების ეტაპზე “, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები