ყოფილი პოლიტპატიმარი ტერაქტის ნებისმიერ მცდელობას 21-ე საუკუნის გამოწვევას უწოდებს

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე, გუშინ, 22 მარტს, ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ტერაქტი, საფრთხე სახელმწიფოების არსებობის საფრთხე, რომელსაც არ აქვს საზღვარი და მიმართულია კაცობრიობის განადგურებისაკენ, რასაც მოსდევს ამდენი მსხვერპლი ადამიანების, მათ შორის ბავშვების. აბსურდია, გაამართლო რელიგიური გრძნობებით თუ სხვა მიზეზით! ტერაქტის ნებისმიერი მცდელობა არის თავისუფალი აზროვნების ჩახშობის იდეა და 21-ე საუკუნის ყველაზე რთული გამოწვევა. ვერ დავთვლით ტერაქტისგან მიყენებულ ზარალს, მხოლოდ შეგვიძლია ვისაუბროთ მის პრევენციაზე. ლონდონიც, ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქი, გუშინ გახდა ტერაქტის მსხვერპლი. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს სპეცსამსახურებისთვის ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც დაეხმარება, გამოავლინონ და აღკვეთონ ტერაქტი. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული შესაბამისი რეფორმები, საზოგადოების მხარდაჭერა აუცილებლად იქნება ჩვენი მშვიდი ცხოვრების გარანტი“, – წერს გიორგი ზერეკიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები