ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოოპერაციაში ამხელს

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში, თავის სტატუსში პრეზიდენტ მარგველაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერაციაში ამხელს.
“ამ ექსპერტებს, საერთოდ, თავიანთი ექსპერტული თმენა-სიფრთხილის ვალდებულება გააჩნიათ. რაც შემეხება მე, ამ ვალდებულებით სულაც არ ვარ შეზღუდული და ამიტომ პირდაპირ შემიძლია კითხვის დასმაც და აზრის გამოთქმაც.
მარგველაშვილი არასამთავრობოებს არის ჩახუტებული. თავის მხრივ, ამ არასამთავრობოების ფასი, “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე, პირდაპირი გაგებით, კაპიკია. ხოლო ვისთან უდევს კუდი “ნაციონალურ მოძრაობას”, ესეც უკვე, აღარავისთვის არის დამალული. “ნაცების” კუდი სუფევს იქ, სადაც სააკაშვილის ბიძა გენერლის სამხრეებით ამაყად დააბიჯებს – კაგებე, ფეესბე, გრუ და ა.შ.
ეს არის მოცემულობა. კითხვა კი შემდეგში მდგომარეობს: გახშირებული ტერაქტების ფონზე (აგერ, გუშინ ლონდონიც), ვის აწყობს ქართული სპეცსამსახურების დისკრედიტაცია და დასუსტება?
ბათუმის ამბებმა აჩვენეს, რომ ყველაფერი მთლად კარგად არ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა მხრივ, ასე თუ ისე, მშვიდად ვართ.
გასაგებია, რომ ეს ჯეიმს ბონდების დამსახურებაც არის, მაგრამ ასეა და ჩვენც, ყოველი შემთხვევისთვის, ვისურვოთ, რომ “თვალი არ ეცეს” და მარგველა-ენჯეოშნიკების ხსენებაზე თითოჯერ მაინც წარმოვთქვათ “ფუი ეშმაკს”, – წერს იაკობაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები