ნუკრი ქანთარია უშიშროების საბჭოზე: კარგი იქნება, შეთანხმდეს ყველასთან და არა გამოკიდოს რაღაც რიცხვი და აბა, არიქა, ყველა მოდით აქ!

ე.წ მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ქანთარიას თქმით, უმრავლესობის მხრიდან ვეტოს დაძლევის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აჭარბებს.
„ადმინისტრაცია აჭარბებს ამ შემთხვევაში და შეიძლება სიტყვაც გაექცათ. უმრავლესობის არც ერთ წევრს არ წამოგვცდენია, რომ პრეზიდენტი რაიმე დანაშაულს ჩადის, როდესაც ვეტოს იყენებს. უბრალოდ, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“,-განაცხადა დეპუტატმა.
​დეპუტატმა პრეზიდენტის მიერ დღეს დანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრების დაუსწრებლობის მიზეზი განმარტა და ბოიკოტთან დაკავშირებით გავრცელებული მოსაზრება კატეგორიულად უარყო.
„უშიშროების საბჭოს სხდომაც შეთანხმებით უნდა დანიშნოს, რადგან ყველას თავისი საქმე აქვს. კარგი იქნება, შეთანხმდეს ყველასთან და არა გამოკიდოს რაღაც რიცხვი და აბა, არიქა, ყველა მოდით აქ! ვერ ხერხდება ასე და არანაირ ბოიკოტთან არა გვაქვს საქმე“,- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები