მიხეილ ჯანელიძე სენატორ იანგს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში შეხვედრა გამართა სენატორ ტოდ იანგთან.
მხარეებმა მიმოიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები. სენატორმა იანგმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი მის ურყევ მხარდაჭერას და გამოხატა მადლიერება, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მინისტრმა აღნიშნა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატასთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხრიდან არსებული ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე განვითარებებს, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლო დროინდელ ქმედებებს. სენატორმა ქართულ მხარეს აღუთქვა მისი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები