აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

აღმაშენებლის ხეივანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც “კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი ბორდიურზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები