სეს-მა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურიშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ.
მომხსენებლების თქმით, სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით. შეიქმნა რამდენიმე ათეული ნორმატიული აქტი, რომლებიც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებს არეგულირებს. „ჩვენი მიზანია, მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, რა პროდუქტს მოიხმარს და იყოს დაცული უსარგებლო და მავნე სურსათისაგან“, – განაცხადა ზურაბ ჩეკურიშვილმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების სურსათზე ხორციელდება ლაბორატორიული კონტროლი. სურსათის უვნებლობის ევროკავშირთან დაახლოების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, სააგენტო მუშაობს მომხმარებელთა ინფორმირების მიმართულებითაც. სააგენტოსთან არსებობს სამოქალაქო დარბაზი, იმართება შეხვედრები კერძო სექტორთან და სტუდენტებთან. ტარდება ტრენინგები. მუშაობს ცხელი ხაზი.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს და კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხეს. დეპუტატებმა სააგენტოს მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა უახლოეს მომავალში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები