#დაზოგეწყალი – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უპრეცედენტო კამპანიას იწყებს

 

ხვალ, 22 მარტს, წყლის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, ვარკეთილის დასახლებაში, თრიალეთის ქუჩაზე, 117-ე საჯარო სკოლაში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი კამპანიის – #დაზოგეწყალი პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერით ხორციელდება.
“კამპანიის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.
#დაზოგეწყალი – უპრეცედენტო ეროვნული საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის საპილოტე პროექტი ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში 3 თვის განმავლობაში არასამთავრობო ორგანზიაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება”, – აცხადებენ GWP-ში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები