ოზურგეთის გამგებელმა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით “მზის ბავშვებს” თანადგომა გამოუცხადა

2011 წლიდან, ყოველ 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კამპანიას „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეუერთდა და „მზის ბავშვებს“ თანადგომა გამოუცხადა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მერაბ ჭანუყვაძემ სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს საჩუქრები გადასცა.
გამგებელმა დაუნის სინდრომის მქონეები მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და განათლების, სოციალური დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, მაიზერ ცელაძესთან ერთად მოინახულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთ აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები