“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

 22 მარტს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი 220“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
სენაკის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების:
ძველი სენაკის, ნოსირის, ქალაქ სენაკის გარეუბნის, ნოქალაქევის და გეჯეთის მოსახლეობას, სულ 3337 აბონენტს. აბაშის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: კეთილარის, ეწერის, ზანათის, ქოლობანის, მარანის, ხმელარის, ნაესაკოვოს, ტყვირის და სუჯუნას მოსახლეობას, სულ 3354 აბონენტს. ხობის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების:
ნოჯიხევის, ზემო ქვალონის, პირველი მაისის, ბიას მოსახლეობას და ქალაქი ხობის ნაწილს, სულ 1988 აბონენტს. მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების:
ბანძას, ლეხაინდრაოს, მუხურჩას, ვედითკარის, ონოღიას, ჯოლევის, აბედათის, სერგიეთის, თამაკონის, კიტიას, გურძემის, ტალერის, კურძუს, დიდი ჭყონის და სალხინოს მოსახლეობას.
სულ 8566 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები