დავით ბაქრაძე: ამერიკა არის ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა

“ამერიკა არის ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა”, -ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
​ელჩის თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის ყველა უწყება, კარგადაა ინფორმირებული მცოცავი ანექსიის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. მისი განმარტებით, რუსეთის აგრესიას პარტნიორი ქვეყნისგან მუდმივად დროული და მკაფიო რეაგირება მოჰყვება.
„საქართველო წარმოადგენს სტაბილური განვითარების კარგ მაგალითს, მაგალითს, სადაც ჩვენი მეგობრების, ჩვენი მხარდამჭერების დახმარება ქვეყნის განვითარებაზე აისახებოდა. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამერიკა არის ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ყველა შეხვედრაზე, იქნება ეს კონგრესში თუ იქნება ეს შესაბამის დეპარტამენტებში და თეთრ სახლში, ჩვენ ვიღებთ კიდევ ერთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერას“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. ის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები