გიგლა აგულაშვილი, თელავის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვით თემებზე: კლიმატის ცვლილება, ბიოწარმოებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება პრეზენტაცია გამართა.
საჯარო ლექცია ბიოწარმოების და ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ ENPARD-ის პროექტის – “თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში” ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის ძირითადი მიზანია, სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებული რეგიონული საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უპასუხონ გარემოსდაცვითი და სოფლის განვითარების სფეროებში არსებულ გამოწვევებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები