რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, ნომერ მე-9 საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სადარბაზოში არსებულ ე.წ. საშრობში დამონტაჟებულ ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბსა და წყლის გამათბობელს გაუჩნდა.
უსაფრთხოების მიზნით, „სოკარ -ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვისცენტრის თანამშრომლებმა საცხოვრებელ კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყვიტეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხდა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები