ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები დაგლიჯა, დაზიანდა სახლის სახურავებიც. დაშავებულები არ არიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება.