ძლიერი ქარის გამო, თურქეთიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი ვერ შესრულდა

ძლიერი ქარის გამო, Turkish Airlines-ის რეისი N386 არ შედგა. როგორც თბილისის აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, თვითმფრინავი სტამბოლიდან თბილისში გამთენიისას, 05:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, ხოლო სხვა რეისებს პრობლემა არ შექმნია და ფრენების განრიგი არ შეცვლილა.
თბილისში ქარის სიმძლავრემ გუშინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი, ხანმოკლე დაქროლვის სახით, სწორედ აეროპორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. თუმცა, სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია. მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება, რომლის სიმძლავრე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები