თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისი 3, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის და მუხრანის ქუჩის მცხოვრებლებს. დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფეიქართა ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. გლდანის, ნუშის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები