ირაკლი კობახიძე და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს უერთდებიან

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოში უერთდებიან. დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიის, ფინეთისა და ისლანდიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა და ვიცე-სპიკერებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერ ფოტოკამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებები იმართება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები