დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ ღონისძიება გაიმართება

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ ხვალ, 11:00 საათზე, შეხვედრა გაიმართება, სადაც წარდგინებას კოლეჯის დირექტორი გააკეთებს, მოხსენებას გააკეთებენ ინკლუზიური განათლების სპეციალისტები, ასისტენტი და სტუდენტთა სერვისის კოორდინატორი. მომხსენებლები ისაუბრებენ საკუთარი საჭიროებების და გამოცდილების შესახებ, რა გამოწვევების წინაშეც დგანან დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები და რა სახის ბარიერები ექმნებათ სახელმწიფოსგან. ისაუბრებენ ასევე, კოლეჯში ინკლუზიური განათლების, საგაზაფხულო რეგისტრაციისა და კოლეჯში სტუდენტური ცხოვრების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა საჯარო ხატვა – ზებრა გადასასვლელზე დაუნის სინდრომის სიმბოლოს დახატვა იქს ქრომოსომის სახით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კოლეჯის სტუდენტები და პედაგოგები.
„სახელწოდება „ჩემი ხმა საზოგადოებაში!“ წლევანდელი სლოგანია. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში (My Voice, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up, be heard and influence government policy and action, to be fully included in the community).
​საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულუფლებიან მოქალაქეებად დამკვიდრება. ღონისძიება ჩატარდება ღია ცის ქვეშ (ამინდის გაუარესების შემთხვევაში, შენობაში) საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ არსებულ სკვერში. კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მოხატვა“, -აცხადებენ „სპექტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები