ქარიშხალმა გორში შენობები დააზიანა

 ქარიშხალმა გორში რამდენიმე შენობა დააზიანა. ძლიერმა ქარმა გორში აღმაშენებლის გზატკეცილზე მდებარე კერძო სახლს და შინდისის გზატკეცილზე მდებარე რკინაბეტონის ქარხანას სახურავი გადახადა.
​აღმაშენებლის გზატკეცილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გორის მერიის წარმომადგენლები.
ნაწილობრივ დაზიანებულია ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები