ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერი მოგლიჯა – თბილისის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

 ​ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.
თბილისის მერია მოქალაქეებს ცალკეული შემთხვევების შესახებ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს -2 722222. ​
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ძლიერი ქარის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. შედეგად, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში დაახლოებით 100-მდე ზარი დაფიქსირდა. გამოძახებები ძირითადად, დიდი დიღმისა და გლდანის რაიონებიდან ფიქსირდება. დიდი დიღმის ტერიტორიაზე, „გუდვილთან“ ძლიერმა ქარმა ხეს ტოტები მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ ავტომანქანას დაეცა.
ავტომანქანას საქარე მინა დაუზიანდა. ძლიერმა ქარმა გლდანში ბილბორდიც ჩამოაგდო. ქარმა ფილარმონიის მახლობლად სარეკლამო ბანერიც მოგლიჯა. მომხდარი შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარია რუსთავშიც. სპორტის ქუჩა N2 ის მიმდებარედ, ქარმა ფიჭვის ხე წააქცია. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად, რუსთავშიც არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები