ხვალ, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

ხვალ, 20 მარტს, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისი საქალაქო სასამართლოში პროცესი 13:00 საათზე დაიწყება და მოსამართლე ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით წართმევის საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვას გააგრძელებს. წინა სხდომაზე სასამართლოს სკანდალური ჩვენება გამოძიების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა მისცა.
სასამართლომ ასევე, დაკითხა ბრალდების კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ნოტარიუსი ნუნუ გინტური, რომელმაც 2004 წლის 7 დეკემბერს ის სანოტარო მოქმედებები განახორციელა, რომლებითაც ტელეკომპანია „იბერიას“  ლიცენზიის მფლობელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარისა და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის, დიმიტრი ქიტოშვილის მეზობელი ვინმე დავით კაკაურიძე გახდა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და , რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროლურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვს წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და, შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზირებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები