ბათუმის იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი 8 პირის მოსანახულებლად შევიდა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 8 პირის მოსანახულებლად იზოლატორში შევიდა. როგორც ციალა ქათამიძემ განაცხადა, იგი დამატებით დეტალებზე მოგვიანებით, დაკავებულებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
“ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ 8 პირი დააკავეს. შევალ, მოვინახულებ მათ და დეტალებს გავეცნობი”, -განაცხადა ციალა ქათამიძემ.
იზოლატორის შენობასთან ბრალდებულის ახლობლებიც მივიდნენ. დაკავებული მანუჩარ ფარტენაძის ბიძა ნუგზარ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ მისი დისშვილი აქციაზე დაახლოებით ღამის პირველ საათზე მივიდა, თუმცა, ვისი ორგანიზებული იყო აქცია, არ იცოდა.
“ჩემი დისშვილი გუშინ დააკავეს. მე აქვე ვცხოვრობ და სტუმრად იყო ჩემთან. აქციაზე დაახლოებით ღამის პირველ საათზე გავიდა. არ იცოდა დაგეგმილი იყო თუ არა. იგი ტელევიზიის კადრებიდან ამოიცნეს”, – აცხადებს ნუგზარ ჯინჭარაძე.
​დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები