ბობოყვათის რეზიდენციიდან ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესს არქეოლოგების ჯგუფი დააკვირდება

შესრულებული სამუშაოს დათვალიერების შემდეგ, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ტერიტორიაზე არქეოლოგიური ფენა არ ფიქსირდება. მხარეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ  სამუშაო მხოლოდ არქეოლოგების ზედახედველობით უნდა გაგრძელდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას იწონებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი.

“აღნიშნული ტერიტორია არაერთხელ დავათვალიერე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იქ სადაც სამუშაოები მიმდინარეობს კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება. დღეს არქეოლოგების ჯგუფთან ერთად, კიდევ ერთხელ მოვინახულე ეს ადგილი. არქეოლოგები გაეცნენ სამუშაოს მიმდინარეობას და ამ ეტაპზე იქ კულტურული ფენის არსებობა გამორიცხეს, თუმცა შევთანხმდით, რომ დღეიდან ისინი აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში და დააკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს. თუკი არქეოლოგიურ-კულტურული ფენების აღმოჩენა დადასტურდება, ჩვენი სამსახური  არქეოლოგებთან ერთად შეისწავლის ტერიტორიას და ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ძეგლი არ განადგურდეს“, – აცხადებს ასლანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ასწლოვანი ხეების  გადატანა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში იგეგმება, რომელიც 60 ჰექტარზეა გაშენებული, მისი ორი ჰექტარი გიგანტურ ხეებს დაეთმობა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები